Accessibility links

საქართველო "სკრიპალის საქმის" გამო აძევებს რუსეთის მოქალაქეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს და ქვეყნის დატოვება მოთხოვა რუსეთთან შუამავალი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის” - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, "იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში." დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის გამო, რაშიც ლონდონი მოსკოვს ადანაშაულებს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანამ გააძევა საერთო ჯამში 140-ზე მეტი რუსი დიპლომატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG