Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს გადაწყვეტილებას, გააძევოს რუსეთის წარმომადგენელი


ჰიზერ ნოიერტი
ჰიზერ ნოიერტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის გამო, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამს მთელ მსოფლიოში თავის პარტნიორებთან ერთად. 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე ნოიერტმა აღნიშნა, რომ რუსი ჯაშუშების გაძევების საქმეში აშშ-ს მხარი დაუჭირა 28 ქვეყანამ და მათ შორის საქართველო იყო ბოლო, ვინც ამ ძალისხმევას შეუერთდა და განაცხადა, რომ ერთ ჯაშუშს აძევებს. ჰიზერ ნოიერტის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსეთის შემოგარენშია. დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო, 29 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან შუამავალი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მოთხოვა ერთ კვირაში დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG