Accessibility links

რუსეთმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქტის შეტანა


აზიური ფაროსანა

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა კრიტიკული უწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მავნებლის, აზიური ფაროსანის გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებას. ფედერალური სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე 29 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 24-25 მარტს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მიღებულია გადაწყვეტილება, 2 აპრილიდან დროებით შეიზღუდოს აფხაზეთიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა თხილის მოსავლის 70% და მანდარინის მოსავლის ნახევარზე მეტი, რის გამოც რუსეთში ექსპორტი ორჯერ შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG