Accessibility links

"ევროპული საქართველო" მოითხოვს ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის საქმიანობის გამოძიებას


გივი თარგამაძე

პარტია, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიძიონ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის საქმიანობა. 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პერსონალური ცვლილებები, არამედ „ზეკორუმპირებული სქემის აღმოფხვრა, რომელიც ზურაბ ალავიძემ დაამკვიდრა ქვემდებარე სტრუქტურებში, მათ შორის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.“ თარგამაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია ყველა ინფორმაცია, რომელიც ალავიძის საქმიანობას ეხება. „აქ არ იმუშავებს პრინციპი, რომ დაგასწარით, მოვხსენით და თავი დაანებეთ, რადგან ამ ინფორმაციას საზოგადოებასაც მივაწვდით და შესაბამის ორგანოებსაც“ - განაცხადა გივი თარგამაძემ. 30 მარტს, „ევროპულმა საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცა მასალა, რომელიც პარტიის ინფორმაციით, შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ზურაბ ალავიძის კორუფციულ საქმიანობას. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 30 მარტს განაცხადა, რომ დააკმაყოფილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თხოვნა გადადგომის შესახებ და ამ თანამდებობაზე დანიშნა მაია ცქიტიშვილი, რომელიც 2012 წლიდან იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. კვირიკაშვილის ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე უარი რამდენიმე დღის წინ თქვა თავად ალავიძემ, რომელსაც დიდი ხანია სურდა კერძო სექტორში დაბრუნება. პრემიერ-მინისტრმა უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა გავრცელებულ ცნობებს კორუფციასთან ზურაბ ალავიძის კავშირის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG