Accessibility links

ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერი


გაძლიერებული დაცვა პრაღის სააპელაციო სასამართლოს წინ

ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა გავრცელებული ცნობა, ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ. რუსეთის მოქალაქეს ევგენი ნიკულინს ბრალი წაუყენეს მსხვილ ინტერნეტ კომპანიებზე, LinkedIn-სა და Dropbox-ზე, 2012-2013 წლებში განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებში. ბრალდებულის ექსტრადიციას მოითხოვდა როგორც რუსეთი, ისე აშშ, სადაც დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ნიკულინს 30 წლით პატიმრობა ემუქრება. ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ნიკულინის საქმეს შეეხო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ რაიანი. „ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს დავიჯეროთ და ველოდებით, რომ ბატონ ნიკულინს აშშ-ს გადასცემენ“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალ ევროპასთან ინტერვიუში პოლ რაიანმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG