Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის გრან პრის ფინალში სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ვაჟა მარგველაშვილმა თბილისის გრან პრიზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე (ორივე 60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

პაპინაშვილი და ჩხვიმიანი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიან და საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მარგველაშვილის მეტოქე კი 66 კილოგრამის ფინალში ბრაზილიელი დანიელ კარნინი იქნება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება და სულ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG