Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინა იუწყება სამი არაბის დაღუპვას ისრაელ-ღაზის საზღვარზე


პალესტინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და 365 დაშავდა 30 მარტს, ისრაელის არმიის სამხედროებთან შეტაკებისას ისრაელ-ღაზის საზღვარზე. უწყება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილს აღენიშნება საბრძოლო და რეზინის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები, ნაწილი კი დაშავდა დიდი ოდენობით ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შედეგად. პალესტინელები რამდენიმე კვირაა მართავენ საპროტესტო აქციებს ისრაელის საზღვართან და მოითხოვენ დევნილების დაბრუნებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობაშია. საზღვრის გასწვრივ მობილიზებულია ისრაელის სამხედრო ნაწილები, რომლებიც საბრძოლო განგაშის რეჟიმში იმყოფებიან. საპროტესტო აქციები დაიწყო პალესტინის ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამას“-ის მოწოდებით, რომელიც ღაზის სექტორს მართავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით ღაზის ორმილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 1,2 მილიონი ადამიანი ითვლება დევნილად ან ადგილნაცვალ პირად იმ მიწებიდან, რომლებსაც ისრაელი აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG