Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი პროტესტს უცხადებს რუსი დიპლომატების გამძევებელ ქვეყნებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ელჩები იმ სახელმწიფოებისა, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლისადმი პროტესტის ნიშნად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ელჩებს გადაეცემა საპროტესტო ნოტები და ეცნობება რუსული მხარის საპასუხო ზომები. 30-მდე ქვეყნიდან გაძევებულია საერთო ჯამში, 150-მდე რუსი დიპლომატი. მათი უმეტესობა ეჭვმიტანილია სადაზვერვო საქმიანობაში. მსოფლიოს სახელმწიფოებმა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა გაძევება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით და ქვეყნიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. გაერთიანებული სამეფოსადმი სოლიდარობის აქტს 29 მარტს შეუერთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც რუსეთთან შუამავალი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მოთხოვა ერთ კვირაში დატოვოს საქართველოს ტერიტორია. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG