Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდება


მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ პრესკონფერენციაზე გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმეზე ილაპარაკეს, რომელშიც, პროკურატურის მტკიცებით, ფიგურირებს გიორგი გიორგანაშვილის სახელიც, და ამ საქმის ორგანიზატორის დაკავების შესახებ განაცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG