Accessibility links

რამდენიმე მიგრანტი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად თურქეთში


ავღანელი, პაკისტანელი და ირანელი მიგრანტები აღმოჩნდნენ იმ 17 ადამიანს შორის, რომლებიც მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 30 მარტს დაიღუპნენ აღმოსავლეთ თურქეთში. ტრაგედია პროვინცია იდგირში დატრიალდა. თავდაპირველად მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი საგზაო ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი - შემხვედრ ავტობუსს, რომელსაც ასევე მიგრანტები გადაჰყავდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ირანიდან უკანონო შევიდა თურქეთის ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG