Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტებმა თბილისის “გრან პრი” 2 ოქროს, ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით გახსნეს


თბილისის “გრან პრი”
თბილისის “გრან პრი”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - თბილისის “გრან პრიზე” - პირველ დღეს ხუთი მედალი მოიპოვა, აქედან ოთხი ერთ წონაში. კაცებში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველი ძიუდოისტები ავიდნენ. ოქროს მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი დაეუფლა, ვერცხლს - ამირან პაპინაშვილი, ბრინჯაოებს - ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გრან პრის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორისაც გამოვლინდნენ 48, 52 და 57 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კონკურენციაში ხუთი ძიუდოისტი ჩაება, მაგრამ შეჯიბრებას ხუთივე დილის პროგრამაში გამოეთიშა.

სამდღიანი ტურნირის მეორე დღეს, 31 მარტს, ტატამი 73 და 81 კილოგრამებში მოჭიდავე კაცებს და 63 და 70 კილოგრამში მოჭიდავე ქალებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით ტატამზე 11 ძიუდოისტი გავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG