Accessibility links

ათი პალესტინელი დაიღუპა და ასობით დაშავდა ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას


პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით 10 პალესტინელი დაიღუპა და ასობით დაშავდა ისრაელის სამართალდამცავებთან შეტაკებისას ისრაელი-ღაზის საზღვარზე. ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები ისრაელის ექვსკვირიან საპროტესტო აქციას იწყებენ პალესტინელი დევნილების ისრაელში დაბრუნების მოთხოვნით. საპროტესტო აქციის ორგანიზატორია პალესტინის რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“. საზღვარზე შექმნილი დაპირისპირების დროს ისრაელელმა ჯარისკაცებმა მომიტინგეებს რეზინის ტყვიები და საბრძოლო ტყვიები დაუშინეს და დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG