Accessibility links

მოსახლეობის ნაწილი „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგია


ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სვანეთში იმართება საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ ელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობას. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნარგიზ ნიგურიანმა სააგენტოს განუცხადა, რომ მოსახლეობა ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რადგან აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია. „პროტესტს წინ უსწრებდა შეხვედრა გეოლოგებთან, სეისმოლოგებთან და ა.შ. 11 სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ეს დაუშვებელია ღვარცოფულ მდინარეზე. მაინც ხელის გადაგრეხის პრინციპით ცდილობენ აღნიშნული ჰესის მშენებლობას. ეს არის დანაშაულებრივი პროექტი. ამდენად, მესტიის მოსახლეობა აპროტესტებს ამ ჰესის მშენებლობას. შემოიყვანეს ტექნიკა და მოსახლეობა გადაუდგა წინ“, - თქვა ნიგურიანმა. თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს ამგვარ პროექტებს, უმართავი პროცესები დაიწყება, აცხადებს აქციის მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG