Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი: ღაზაში მომხდარი დამოუკიდებელმა ჯგუფმა უნდა გამოიძიოს


დემონსტრანტები ღაზის სექტორში

გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს, გვიან, საგანგებო სხდომა გამართა დახურულ კარს მიღმა, რათა ღაზაში ძალადობის გამძაფრების გარშემო ემსჯელა. სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოვიდა მოწოდებით, ღაზაში მომხდარი დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოიძიოს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელ-ღაზის საზღვარზე დემონსტრაციის დროს, შეტაკებისას ისრაელის პოლიციამ 15 პალესტინელი მოკლა, დაშავებულია ასობით პირი. სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ისეთები, რომლებსაც საბრძოლო ტყვიები მოხვდათ და ისეთებიც, რომელთაც რეზინის ტყვიები ესროლეს; დანარჩენები დაშავდა ცრემლსადენი გაზით. ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები საპროტესტო აქციას მართავდნენ პალესტინელი დევნილების ისრაელში დაბრუნების მოთხოვნით. საპროტესტო აქციის ორგანიზატორია პალესტინის რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“. გაეროს თანახმად, ღაზაში მცხოვრები ორი მილიონი ადამიანიდან, 1,3 მილიონი ან ლტოლვილი, ან მათი შთამომავალია. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები მოითხოვენ, მათ დაბრუნებას იმ მიწაზე, რომელსაც ახლა ისრაელი აკონტროლებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG