Accessibility links

მოსკოვი ორმოცდაათზე მეტ ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ორმოცდაათზე მეტით უნდა შეამციროს თავისი დიპლომატების რიცხვი რუსეთში. განცხადება გაკეთდა იმ მოვლენების ფონზე, როცა რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის მოწამვლის შემდეგ არაერთმა ქვეყანამ გააძევა რუსი დიპლომატები და მოსკოვმა განაცხადა საპასუხო ნაბიჯების თაობაზე. ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს მის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაში, რის შედეგედაც მოიწამლნენ ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, „რუსეთი მოითხოვს პარიტეტს. ბრიტანელებს 50-ით მეტი დიპლომატი ჰყავთ, ვიდრე რუსებს", იტყობინება "როიტერსი". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 მარტს იხმო ბრიტანეთის მოკავშირე 23 ქვეყნის მისიების ხელმძღვანელები და განაცხადა, რომ აძევებს მათ 60 დიპლომატს. ერთი დღით ადრე, რუსეთმა გააძევა აშშ-ის 60 დიპლომატი და მოითხოვა სანქტ-პეტერბურგში მისი საკონსულოს დახურვა, რაც პასუხი იყო დასავლეთის ქვეყნების მიერ 150-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებაზე. დიპლომატების გაძევების ეს აქტი უდიდესი იყო "ცივის ომის" შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG