Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ვოლოკოლამსკში განგაში გამოცხადდა მომწამვლელი აირის გაჟონვის გამო


დემონსტრაცია ქალაქ ვოლოკოლამსკში
დემონსტრაცია ქალაქ ვოლოკოლამსკში

რუსეთის ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას დამცავ და სამედიცინო ნიღბებს ურიგებს მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ვოლოკოლამსკში, სადაც მომწამვლელი აირის გაჟონვა მოხდა ნაგავსაყრელიდან. ზომები ძალაში შევიდა მოსკოვიდან 120 კილომეტრში მდებარე ქალაქში, 30 მარტს, მას მერე, რაც ერთი დღით ადრე, ათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა და ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სთხოვდა. შემდეგი დემონსტრაცია დაგეგმილია პირველი აპრილისთვის. მოსახლეობა აპირებს ნაგავსაყრელის დახურვა მოითხოვოს. 2008 წლიდან მოქმედებს ნაგავსაყრელი, საიდანაც ვრცელდებოდა გოგირდის მავნე სუნი. გასულ კვირაში საავადმყოფოებს მიმართა ნაგავსაყრელთან მცხოვრებმა ათეულობით ბავშვმა, რომლებსაც თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება აწუხებდათ. ხელისუფლება ჰპირდება მოსახლეობას, რომ ნაგავს ობიექტზე აღარ გადაამუშავებენ და ივნისში დაამონტაჟებენ დამცავ ფილტრებს, რომლებიც მოსახლეობას დაიცავს, სანამ ახალ ნაგავსაყრელს ააშენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG