Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა მილიარდერ მაგომედოვს


ზიავუდინ მაგომედოვი

მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ კომპანია „სუმმას“ მფლობელს, ზიავუდინ მაგომედოვს ორი თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გამოძიების შუამდგომლობით მიიღეს. მეწარმეს ბრალად ედება ორ-ნახევარი მილიარდი რუბლის მიტაცება ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფთან ერთად. ბრალდების თანახმად, განიხილავენ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეს, რომლებიც ერთად იწარმოება. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მაგომედოვს კავშირები აქვს პოლიტიკურ წრეებთან. მაგომედოვის დამცველი, ალექსანდრ ვერშინინი თავისი კლიენტის დაკავებას არ დაეთანხმა. დაცვამ გამოხატა კლიენტის მზადყოფნა, გირაოს სახით გადაეხადა ორ-ნახევარი მილიარდი რუბლი, განთავისუფლების სანაცვლოდ. მაგომედოვი დააკავეს თავის ორ პარტნიორთან, მათ შორის, თავის ძმასთან ერთად. ჯგუფი „სუმმა“, რომელსაც ეჭვმიტანილები განაგებენ, დაკავშირებულია მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ობიექტების მშენებლობასთან კალინინგრადში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG