Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები ევროპის ჩემპიონია


საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები
საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროპის 18-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაამარცხეს ანგარიშით - 8:3. ქართველი და ფრანგი ჭაბუკები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ შეხვდნენ. წინა სამი მატჩი საფრანგეთმა მოიგო. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ფინალამდე ორი შეხვედრა ჩაატარა. მეოთხედფინალში ჰოლანდიას მოუგო – 69:12, ნახევარფინალში პორტუგალიას – 25:0.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG