Accessibility links

თანამდებობა დატოვა კემეროვოს გუბერნატორმა ამან ტულეევმა


ამან ტულეევმა, რუსეთის კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ამ ტრაგედიის გამო ტულეევი და მის მოადგილეები სასტიკი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდნენ განსაკუთრებით დაღუპულთა ნათესავებისა და აქტივისტების მხრიდან. მათი აღშფოთება გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით კემეროვოს გუბერნატორის ნათქვამმა სიტყვებმა. ამან ტულეევმა ტრაგედიის დღეებში საოლქო ადმინისტრაციის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ჩვეულებრივი ოპორტუნისტები უწოდა. ვიდეომიმართვაში, რომელიც 1 აპრილს გავრცელდა, ამან ტულეევი აცხადებს, რომ მისი გადადგომა „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.“ კრემლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააკმაყოფილა ამან ტულეევის გადადგომის მოთხოვნა. არჩევნებამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა სერგეი ცივილიოვი, ამან ტულეევის ყოფილი მოადგილე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG