Accessibility links

რომის პაპმა სააღდგომო ქადაგებაში კონფლიქტების სწრაფი დასრულება ისურვა


რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო ქადაგებაში მორწმუნეებს მოუწოდა, რათა უფალს შესთხოვონ მოანიჭოს მსოფლიოს „მშვიდობის ნაყოფი“. 1 აპრილს კათოლიკეები, გრიგორიანელები და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობის მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. თავის ტრადიციულ სააღდგომო ქადაგებაში Urbi et Orbi (ქალაქსა და მსოფლიოს), კათოლიკეთა მწყემსმთავარმა „სისხლისღვრის სწრაფი შეწყვეტა“ უსურვა „სირიის საყვარელ და მრავალტანჯულ მიწას“ და შერიგებისაკენ მოუწოდა პალესტინასა და ისრაელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG