Accessibility links

ავღანეთში ოქტომბერში დაინიშნა მორიგი საპარლამენტო არჩევნები


ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის სხდომა

ავღანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ოქტომბერს დანიშნა რამდენიმეგზის გადადებული საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნები. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, აბდულ ბადი საიადმა 1 აპრილს დარწმუნებით განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდება ქვეყნის იმ რაიონებშიც, რომლებსაც ორგანიზაცია თალიბანი აკონტროლებს. არჩევნების ჩატარების გარანტია იძლევა ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელმაც უსაფრთხოების ძალებს დაავალა საარჩევნო უბნების დაცვა. ავღანეთის პარლამენტში, ეროვნულ ასამბლეაში, 249 დეპუტატია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2019 წელს ავღანეთში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნებიც, თუმცა თალიბანის გააქტიურება წარმოშობს უსაფრთხოების პრობლემას. საარჩევნო კომისია და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები სირთულეს აწყდებიან საარჩევნო უბნების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მხრივ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG