Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი და სამხრეთკორეელი სამხედროები ოთხკვირიან წვრთნას შეუდგნენ


1 აპრილს დაიწყო ამერიკელი და სამხრეთკორეელი სამხედროების ოთხკვირიანი სწავლება "არწივის მართვე", რომელიც ზამთრის ოლიმპიადის გამო გაზაფხულისათვის გადაიდო. სამხედრო წვრთნაში სახმელეთო ჯარების ყველა კომპონენტის გარდა მონაწილეობას მიიღებენ საავიაციო, სამხედრო-საზღვაო და სპეცდანიშნულების ნაწილები. პენტაგონის ინფორმაციით მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ 23 700 ამერიკელი და 300 ათასი სამხრეთკორეელი ჯარისკაცი. გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ მსგავს სამხედრო წვრთნას უწოდა საომარი სამზადისი, თუმცა წელს ფხენიანს აღარ გამოუთქვამს მსგავსი ბრალდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სწავლების ნაკლები მასშტაბურობა და ის, რომ მასში წარმოდგენილი არ იქნება ამერიკული სტრატეგიული ავიამზიდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG