Accessibility links

ჩინური კოსმოსური სადგურის ნარჩენები წყნარი ოკეანის თავზე დაიწვა


ჩინური კოსმოსური სადგურის „ტიანგუნ 1“-ის ნარჩენების უმეტესობა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ატმოსფეროში შესვლამდე დაიწვა და დედამიწამდე არ მოუღწევია - ამის შესახებ 2 აპრილს განაცხადა ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ. პეკინმა 8 ტონიანი სადგური კოსმოსში 2011 წლის სექტემბერში გაგზავნა, 2016 წლის მარტში კი მასთან კავშირი შეწყდა და შეუძლებელი გახდა დედამიწიდან სადგურის მართვა. 2012-2013 წლებში სადგურზე იმყოფებოდა 6 კოსმონავტი, მათ შორის პირველი ჩინელი ქალი კოსმონავტი ლიუ იანი. 2016 წლის სექტემბერში ჩინეთმა კოსმოსში გაგზავნა სადგური „ტიანგუნ 2.“ პეკინი 2022 წლისთვის გეგმავს მრავალმოდულიანი კოსმოსური სადგურის შექმნას, რომელიც მსოფლიოში მესამე უნდა გახდეს რუსული „მირ“-ის და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG