Accessibility links

ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ანკარას ესტუმრება


სამეულის ლიდერების წინა შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 აპრილს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება თურქეთის რესპუბლიკას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ირანისა და თურქეთის ლიდერებთან. კრემლის ინფორმაციით, 3 აპრილს ანკარაში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები რომლებიც, ორი ქვეყნის თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში, განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, იმსჯელებენ „ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი სტრატეგიული პროექტების“ განხორციელებაზე. კერძოდ, ორი ქვეყნის ლიდერები ტელეკონფერენციის საშუალებით ოფიციალურ სტარტს მისცემენ თურქეთის „აკიუს“ ბირთვული რეაქტორის პირველი ობიექტის ამოქმედებას. 2015 წლის აპრილში, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომმა“ დაიწყო ბირთვული რეაქტორებიანი ოთხი ენერგობლოკის მშენებლობა თურქეთის ტერიტორიაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმსჯელებენ „საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე“. მათ შორის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლასა და სირიაში შექმნილ ვითარებაზე. 4 აპრილს კი მოლაპარაკებებში ჩაერთვება ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. ირანი, თურქეთი და რუსეთი აქტიურად არიან ჩართულნი სირიის შვიდწლიან სამოქალაქო ომში, მათივე შუამავლობით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რეგულარულად იმართება სამშვიდობო მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG