Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა „ტერორისტი“ უწოდა ნეტანიაჰუს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო ისრაელის მიერ პალესტინელი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება და „ტერორისტი“ უწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. გასულ შაბათ-კვირას ღაზის საზღვართან მომხდარ შეტაკებებში სულ მცირე 15 პალესტინელი დაიღუპა. 1 აპრილს ედოანმა ისრაელი დაადანაშაულა „არაჰუმანურ თავდასხმაში“. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ საკუთარი ტვიტერის გვერდზე თურქეთის პრეზიდენტის გასაგონად დაწერა, რომ „არ აპირებს ლექციების მოსმენას იმისგან, ვინც მრავალი წლის განმავლობაში განურჩევლად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას“. 30 მარტს, ისრაელის არმიის სამხედროებმა რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის საზღვართან მოკლული 15 პალესტინებიდან 8 ექსტრემისტულ დაჯგუფება „ჰამასის“ წევრი იყო.„ჰამასი“ კი იუწყება, რომ დახოცილთაგან მხოლოდ ხუთი იყო მისი წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG