Accessibility links

ავღანეთში 50-ზე მეტი მოსწავლე გოგო მოიწამლა უცნობი ნივთიერებით


ერთ-ერთი სკოლის ათობით მოსწავლე გოგო იქნა ჰოსპიტალიზებული ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ჯგუფური მოწამვლის კვალიფიკაციას აძლევს. პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰში გადაყვანილია 52 პაციენტი, რომლებსაც გულის რევისა და თავის ტკივილის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ. ექიმების თქმით, გოგოების მდგომარეობა დახმარების შემდეგ სტაბილური გახდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია სკოლის მოწაფეთა მასობრივი მოწამვლა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის გამომძიებლები და ექსპერტები. ჰელმანდის პროვინციის უდიდეს ნაწილს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG