Accessibility links

მეამბოხეთა ბოლო რაზმები ტოვებენ აღმოსავლეთ ღუტას


ევაკუაცია აღმოსავლეთ ღუტაში

გავრცელებული ცნობებით, მეამბოხეთა ბოლო ჯგუფებმა დაიწყეს გასვლა დამასკთან ახლომდებარე, აღმოსავლეთ ღუტიდან, სირიის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 448 ადამიანმა, რომელთა შორის არიან დაჯგუფება ჯაიშ ალ-ისლამის (ისლამის არმიის) მებრძოლები და მათი ოჯახების წევრები ავტობუსებით ტოვებენ აღმოსავლეთ ღუტის მთავარ ქალაქ, დუმას. ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, წინა დღით ქალაქ დუმაში შევიდა 20-ზე მეტი ავტობუსი, მეამბოხეთა საევაკუაციოდ თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კვლავ შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს. დაჯგუფება ჯაიშ ალ-ისლამი, რომელიც ქალაქს იცავს სირიის არმიისა და რუსეთის ავიაციის შეტევისაგან, არ ადასტურებს ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას. სირიის არმიის წყაროების თანახმად, ზოგიერთმა მეამბოხემ უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე. სადამკვირვებლო ჯგუფების თანახმად, 18 თებერვალიდან მოყოლებული, რაც რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის არმიამ იერიში წამოიწყო აღმოსავლეთ ღუტაზე, რეგიონში 1600 მშვიდობიანი მოქალქე დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG