Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს


საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც 23 მარტსსაქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 115 ხმით. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში - ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის. კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. გარდა ამისა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. ახალი კონსტიტუციის რედაქციით ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG