Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს პოლიტიკურ ქვეტექსტს მილიარდერ ზიაუდინ მაგომედოვის დაპატიმრებაში


დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

კრემლი უარყოფს პოლიტიკური ელემენტის არსებობას მილიარდერი ბიზნესმენის ზიაუდდინ მაგომედოვისა და მისი ძმის დაპატიმრებაში, რომლებსაც ბრალი ედებათ მილიარდობით რუსული რუბლის დატაცებაში სახელმწიფო ფონდებიდან. "ეს არის არა ერთჯერადი ღონისძიება, არამედ სისტემური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრ პესკოვმა 2 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში. მანამდე გავრცელდა ვარაუდები, რომ ზიაუდინ მაგომედოვის დაპატიმრება უნდა უკავშირდებოდეს ახალი მთავრობის ფორმირებისათვის ბრძოლას, რომელიც პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ დაიწყო ვლადიმერ პუტინმა. მილიარდერი ზიაუდინ მაგომედოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან დაახლოებულ პირად ითვლება. გამოძიება მაგომედოვსა და მის პარტნიორებს საინვესტიციო ჯგუფ „სუმადან“, თაღლითობას, 2,5 მილიარდი რუსული რუბლის მითვისებას და დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებას ედავება. ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგით მაგომედოვის ქონება 1,25 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG