Accessibility links

კრემლის გავლენიანი წყარო აცხადებს, რომ ტრამპმა თეთრ სახლში დაპატიჟა პუტინი


იური უშაკოვი, ვლადიმერ პუტინის მთავარი მრჩეველი

კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი მრჩევლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. იური უშაკოვმა 2 აპრილს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ მიწვევის წინადადება დონალდ ტრამპის მხრიდან გაჟღერდა გასულ თვეში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმერ პუტინს. უშაკოვის ამ განცხადებას არ მოჰყოლია სწრაფი კომენტარი თეთრი სახლიდან. თუმცა, 20 მარტის სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა ერთმანეთში განიხილეს შეხვედრის შესაძლებლობა. დონალდ ტრამპის მიერ გასულ თვეში განხორციელებული სატელეფონო ზარმა გამოიწვია უთანხმოება თეთრი სახლის შიგნით. ამერიკული მედიის ცნობით, მრჩევლები დონალდ ტრამპს ურჩევდნენ არ მიელოცა ვლადიმერ პუტინისათვის, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG