Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ახალი საგადასახადო ტარიფები დააწესა 120 სახეობის ამერიკულ პროდუქციაზე


ჩინეთმა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების, 120 სახეობის ამერიკულ პროდუქციაზე დააწესა საგადასახადო ტარიფები, რაც პასუხია ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე გადასახადების აწევის თაობაზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ ამასწინანდელ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადი 15 და 25%-ით გაიზარდა აშშ-იდან იმპორტირებულ გაყინულ ღორის ხორცზე, ზოგიერთი სახეობის ხილსა და ღვინოზე. 22 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა 15% და 25%-ით გაზარდა საგადასახადო ტარიფები ქვეყანაში იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე. ჩინეთის გარდა გაზრდილი გადასახადის გადახდა დაეკისრებათ აშშ-ის პარტნიორებს ნატოსა და ევროკავშირში. ახალი ტარიფები ჯამში მთლიანობაში 60 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, მოკავშირეთა აღშფოთების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფების შემოღება შეაჩერა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე არგენტინიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, მექსიკიდან და სამხრეთი კორეიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG