Accessibility links

პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა "რუსთავი 2"-თან მომხდარ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით


სამართალდამცავებმა კიდევ 2 პირი დააკავეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან 19 მარტს მომხდარი ძალადობის გამოძიების ფარგლებში. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ პირებს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, რაც ისჯება ჯარიმით, ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით. ამავე საქმეზე, 23 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება „ქართული მარშის“ 6 წარმომადგენელი. მათ ბრალად ედება ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, ცემა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება. 19 მარტს, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს და დააზიანეს ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის ავტომანქანა. „ქართული მარში“ აპროტესტებდა გადაცემა P.S.-ის წამყვანის, დავით გაბუნიას ხუმრობას, იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG