Accessibility links

საფრანგეთში დაიწყო რკინიგზელთა გაფიცვა, რომელიც მიმართულია რკინიგზის ნაციონალური კომპანიის რეფორმირების წინააღმდეგ. პროფკავშირების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობს კომპანიის თანამშრომელთა თითქმის ნახევარი. გაფიცვის გამო სარკინიგზო ხაზზე მოძრაობს მხოლოდ ყოველი მეხუთე ელექტრომატარებელი, რამაც სერიოზული შეფერხება გამოიწვია. პროფკავშირების მტკიცებით, რკინიგზელთა გაფიცვა ყოველდღიურად პრობლემას შეუქმნის 4,5 მილიონ ადამიანს. საფრანგეთის მთავრობა კონკურენციის გაზრდის მიზნით გეგმავს რკინიგზის ნაციონალური კომპანიის რეფორმირებას და მისი თანამშომლებისთვის შეღავათების და განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებას. რკინიგზის პროფკავშირების ლიდერები შიშობენ, რომ რეფორმირების შემდეგ დაიწყება სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაცია. 3 აპრილიდან გაიფიცნენ პარიზის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მოითხოვენ მათთვის საპენსიო ასაკის შემცირებას. გაფიცულები არიან ავიაკომპანიის Air France-ის თანამშრომლებიც. ისინი ხელფასის 6%-ით გაზრდას მოითხოვენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG