Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტში გრძელდება თანამშრომელთა საპროტესტო აქცია


პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია. 2018 წლის 3 აპრილი
პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია. 2018 წლის 3 აპრილი

შიმშილობის აქციას განაგრძობენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ამჟამად შიმშილობს 8 თანამშრომელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეთვალყურეობას უწევენ ნავსადგურის ამბულატორიის ექიმები. 3 აპრილს დილიდან, პორტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა ასზე მეტი თანამშრომელი. მათ მოშიმშილე კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მუშაობა შეწყვიტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას. გაფიცულები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. პროფკავშირების ინფორმაციით, პორტის თანამშრომლებისთვის მიუღებელია გენერალური დირექტორისგან შეთავაზებული ე.წ. აუთსორსინგი, რაც ითვალისწინებს თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმებას საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში. ბათუმის პორტს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“, შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG