Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით


საპატიო ყარაული რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინში
საპატიო ყარაული რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინში

რუსეთის პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა თურქეთში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ირანისა და თურქეთის ლიდერებთან. კრემლის ინფორმაციით, 3 აპრილს ანკარაში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები რომლებიც, ორი ქვეყნის თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში, განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, იმსჯელებენ „ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი სტრატეგიული პროექტების“ განხორციელებაზე. რუსეთის სახელმწიფო დელეგაციის დასახვედრად ანკარაში გაიმართა ოფიციალური ცერემონია. მოგვიანებით ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი. 4 აპრილს კი მოლაპარაკებებში ჩაერთვება ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. ირანი, თურქეთი და რუსეთი აქტიურად არიან ჩართულნი სირიის შვიდწლიან სამოქალაქო ომში, მათივე შუამავლობით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რეგულარულად იმართება სამშვიდობო მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG