Accessibility links

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც ხელისუფლებამ არ მისცა უფლება კენჭი ეყარა 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატის, ივან ჟდანოვის მიერ გავრცელებული სარეგისტრაციო დოკუმენტით, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს 29 მარტს გადაეცა, ახალ პარტიას ეწოდება „სამუშაო სახელწოდება“ ( "Рабочее название"), რაც დროებითი სახელია. ჟდანოვის მიერ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით პარტიის დამფუძნებელი კონგრესი 19 მაისს გაიმართება და იქ გაირკვევა პარტიის საბოლოო სახელწოდება. ნავალნის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მოფიქრებული სახელი, "პროგრესის პარტია" 2018 წლის თებერვალში მიითვისა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსკოვის შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვიტალი სერუკანოვმა და ნავალნის მომხრეებს დაასწრო იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG