Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სუმო ლევან ცაგურიას ჩააბარეს


ლევან ცაგურია
ლევან ცაგურია

საქართველოს სუმოს ფედერაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან ცაგურია უხელმძღვანელებს. დღეს სასტუმრო „სიმპათიაში“ გამართულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე ცხრა დელეგატმა ვეტერან სუმოისტს ერთხმად დაუჭირა მხარი. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში გააგრძელებს მუშაობას. მის გარდა, ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან: ვანო გარუჩავა, ლაშა აბესაძე და ანზორ მარტყოფლიშვილი, ხოლო გენერალური მდივანი - მალხაზ ჯორბენაძე.

ლევან ცაგურია პროფესიული სუმოს უმაღლესი - მაკუუჩი დივიზიონის პირველი ევროპელი სეკიტორია (ელიტური მებრძოლი). იაპონიაში 2001 წელს 20 წლის ასაკში ჩავიდა და მაკუუჩი დივიზიონამდე გზა 2 წელიწადში გაიარა. 2006 წელს კოკაის მეტსახელით ცნობილ ლევან ცაგურიას კომუსუბის წოდება მიენიჭა, კარიერა კი 2012 წელს დაასრულა.

„ჩემი მიზანია ქართულმა სუმომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს. საწყის ეტაპზე პრიორიტეტად სპორტის ამ სახეობის რეგიონებში განვითარებას მივიჩნევ“, - გვითხრა ლევან ცაგურიამ არჩევნების დასრულებისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG