Accessibility links

გაერო ითხოვს სამ მილიარდამდე დოლარს იემენისათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად


იემენი, 2018 წლის 18 მარტი: ბავშვები ადგილნაცვალ პირთა დედაქალაქ სანასთან მდებარე ბანაკში

გაერო საერთაშორისო თანამეგობრობისაგან ითხოვს 2,96 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისათვის, რომელიც იემენში სასწრაფოდ სჭირდება მილიონობით ადამიანს. დონორთა კონფერენციაზე, რომელიც 3 აპრილს ჟენევაში გაიმართა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა „კატასტროფული“ და „მსოფლიოს უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი“ უწოდა იემენში შექმნილ ვითარებას. ეს ქვეყანა მოცულია პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მთავრობასა და ჰუთიტ მეამბოხეებს შორის კონფლიქტით. მთავრობას ეხმარება საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია, ხოლო შიიტ ჰუთიტებს - ირანი. 2015 წელს იემენის კონფლიქტში კოალიციის ინტერვენციის შემდეგ მოკლულია 10 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 22,2 მლნ ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. გუტერეშის განცხადებით, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წელს უკვე 930 მილიონი დოლარი გაიღეს ჰუმანიტარული დახმარებისათვის, დანარჩენმა დონორებმა კი 293 მლნ დოლარი, რაც ნიშნავს, რომ დაფინანსებულია გაეროს გეგმის 40%-მდე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG