Accessibility links

ამერიკულმა მედიასაშუალებებმა დაასახელეს YouTube-ის ოფისზე თავდამსხმელის ვინაობა


კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბრუნოში, კომპანია YouTube-ის შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა ამავე შტატის მცხოვრებმა ქალმა, ნასიმ აგდამმა - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება სამართალდამცავებზე დაყრდნობით. ტელეკომპანია CNBC-ის ინფორმაციით, 39 წლის აგდამი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. წინასწარი მონაცემებით, ნასიმ აგდამს, რომელმაც პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა კომპანია YouTube-თან. სროლის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, ერთის კი მძიმეა. ქალაქ სან-ბრუნოს პოლიციის უფროსის, ედ ბერბერინის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. YouTube-ის შტაბ-ბინის ტერიტორიაზე თავდასხმა 3 აპრილს მოხდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG