Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ რეგიონებს ახალ ინიციატივას სთავაზობს


საქართველოს მთავრობის სხდომა. 2018 წლის 4 აპრილი
საქართველოს მთავრობის სხდომა. 2018 წლის 4 აპრილი

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სამშვიდობო ინიციატივა, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ." 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივის მიზანია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისება. კვირიკაშვილის თქმით, ახალი ინიციატივით საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ უამრავი გამოწვევის მიუხედავად, თანმიმდევრულად განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის კურსს. „ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ვუპირისპირებთ გამოწვევებს და რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ახალი სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას და გამარტივებას, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომის გამარტივებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG