Accessibility links

ლონდონმა უარი თქვა სკრიპალის მოწამვლის საქმის რუსეთთან ერთად გამოძიებაზე


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია

დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე, ერთობლივად გამოიძიონ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, 4 აპრილს ჰააგაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის საგანგებო სხდომაზე ლონდონის დელეგაციამ მოსკოვის შეთავაზებას გარყვნილი უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის დივერსიული ტაქტიკა რათა რუსეთის ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის საგანგებო სხდომის მოწვევა რუსეთმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადანაშაულა მარტის დასაწყისში, ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და ლონდონს ადანაშაულებს ანტირუსული ისტერიის გამწვავებაში. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა სოლსბერიში, სკრიპალების მოწამვლის ადგილიდან აიღეს სინჯები, რომლებსაც ორ ლაბორატორიაში ამოწმებენ. ანალიზის შედეგები მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. რუსეთის განცხადებით, თუ მისი წარმომადგენლები ექსპერტიზაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მოსკოვი შედეგებს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG