Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს


მოსკოვის სავაჭრო ცენტრი, სადაც 4 აპრილს ხანძარი გაჩნდა
მოსკოვის სავაჭრო ცენტრი, სადაც 4 აპრილს ხანძარი გაჩნდა

ოფიციალური ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა მოსკოვში, სემიონოვსკის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. რუსული საინფორმაციო სააგენტოები საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ცენტრის თანამშრომელი იყო, რომელმაც ძლიერი კვამლის გამო ორიენტაცია დაკარგა და შენობიდან გასასვლელს ვეღარ მიაგნო. მოსკოვის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრიდან ევაკუირებული იყო 600-მდე ადამიანი. ამავე სამსახურის ცნობით, დაშავდა 6 მეხანძრე. ერთის მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 25 მარტს ხანძრი გაჩნდა რუსეთის ქალაქ კემეროვის სავაჭრო-გასართობ ცენტრშიც. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 64 ადამიანი, მათგან 41 ბავშვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG