Accessibility links

აშშ აპირებს სანქციები დაუწესოს რუს მილიარდერებს


ალექსეი მილერი და იგორ სეჩინი

აშშ გეგმავს რუსეთს დაუწესოს ახალი სანქციები, რომლებიც ამჯერად, მიმართული იქნება პრეზიდენტ პუტინთან ახლო კავშირის მქონე მილიარდერების წინააღმდეგ. სააგენტო Reuters-ი და გაზეთი Washington Post-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის გამო, სანქციები ამოქმედდება რუსეთის სულ მცირე 6 მოქალაქის წინააღმდეგ ე.წ. კრემლის სიიდან, რომელიც იანვარში გამოაქვეყნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ. ამ ჩამონათვალშია 200-ზე მეტი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ოლიგარქი. მათ შორის არიან სახელმწიფო კომპანიების „გაზპრომ“-ის და „როსნეფტ“-ის მმართველები, ალექსეი მილერი და იგორ სეჩინი და სხვა რუსი მილიარდერები. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ 5 აპრილს გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას, Washington Post-ის ცნობით კი, ეს 6 აპრილს მოხდება. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 15 მარტს სანქციები დაუწესა რუსეთის 19 მოქალაქეს და 5 ორგანიზაციას, მათ შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურს და სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს, „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილ „ინტერნეტ-გამოკვლევების სააგენტოს“ და პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG