Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა დრამატულად მძიმეა


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა მაღაროელთა ოჯახებს და ახლობლებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ტყიბულში დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია.“ პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუონ მსგავს ვითარებას და საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისკენ. „ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის თემა"- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. ტყიბულის მინდელის შახტში გამთენიისას დაიღუპა 6 მაღაროელი და 3 დაშავდა. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG