Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკასთან საზღვარს აშშ-ის ეროვნული გვარდიაც დაიცავს


ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკის საზღვართან დააკავეს ორი დამრღვევი. 2018 წლის 4 აპრილი
ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკის საზღვართან დააკავეს ორი დამრღვევი. 2018 წლის 4 აპრილი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, მექსიკასთან საზღვარს გააკონტროლებს ეროვნული გვარდიაც, რომელიც შეიარაღებული ძალების სარეზერვო ჯგუფია. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სანამ აშშ-ს დამცავი კედელი არ ექნება, მექსიკასთან საზღვარს სამხედროები დაიცავენ. მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირებაა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის, კირსტენ ნილსენის განმარტებით, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები მესაზღვრებს ტექნიკურად დაეხმარებიან საჰაერო დაზვერვასა და ხმელეთზე ტრანსპორტის და ხალხის გადაადგილების მეთვალყურეობაში და უშუალო მონაწილეობას არ მიიღებენ არალეგალური მიგრანტების დაკავებაში. მექსიკასთან მოსაზღვრე რაიონებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის მოქმედების მასშტაბი და ვადა უახლოეს დღეებში განისაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG