Accessibility links

უკრაინას მოუწოდებენ, დაიცვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი


ფიკრეტ ჰუსეინლი

საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ფიკრეტ ჰუსეინლის დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ნიდერლანდების მოქალაქის პასპორტი და არ დაუშვას აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ევროპის და შუა აზიის პროგრამების კოორდინატორის, ნინა ოგნიანოვას განცხადებით, უკრაინამ არ უნდა შეასრულოს კრიტიკოსების დევნით ცნობილი აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, რადგან ეს უკავშირდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. აზერბაიჯანის მიერ თაღლითობაში ბრალდებული, ინტერპოლით ძებნილი ფიკრეტ ჰუსეინლი 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს კიევის აეროპორტში. დამოუკიდებელი ინტერნეტარხის, „თურანის“ კორესპონდენტმა, ფიკრეტ ჰუსეინლიმ აზერბაიჯანი 2008 წელს დატოვა. 2006 წელს ჟურნალისტს ბაქოში სასტიკად გაუსწორდნენ დღემდე დაუდგენელი პირები. ფიკრეტ ჰუსეინლის ნიდერლანდების მთავრობამ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი და ქვეყნის მოქალაქეობა. 2018 წლის 2 აპრილს, კიევის სასამართლომ დაადგინა, რომ ფიკრეტ ჰუსეინლი აზერბაიჯანს არ უნდა გადაეცეს და არ უნდა შეიზღუდოს მისი გადაადგილების თავისუფლება. თუმცა, საქმის პროკურორმა, სერგეი ოსტაპეცმა სასამართლოს მდივანს გამოართვა ჰუსეინლის პასპორტი და მის დაბრუნებაზე უარი თქვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG