Accessibility links

თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირის უნივერსიტეტში ოთხი ადამიანი მოკლეს


თურქეთიდან გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ესქიშეჰირის უნივერსიტეტში ოთხი ადამიანის მკვლელობის შესახებ. სააგენტო ანადოლუ იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა ხუთ აპრილს ესქიშეჰირის ოსმანღაზის უნივერსიტეტში. სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მკვლევარმა ესროლა დეკანის მოადგილეს, მდივანს და ორ მასწავლებელს. დოგანის სააგენტოს თანახმად, პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG