Accessibility links

სკრიპალების მოწამვლის საქმეს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს


რუსეთს სურს გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილოს ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი შვილის მოწამვლის საქმე და მოითხოვს ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებას. 5 აპრილის ღია სხდომა გაიმართება ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მოსკოვმა ვერ შესძლო საერთაშორისო გამოძიების დაწყებისთვის მიეღწია ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციაში. უშიშროების საბჭომ ადრე უკვე განიხილა ეს თემა ბრიტანეთის მოთხოვნით, მაგრამ ის უშედეგოდ დასრულდა. ლონდონი თვლის, რომ „დიდია ალბათობა“ იმისა, რომ რუსეთი დგას 4 მარტის თავდასხმის უკან, როცა სერგეი და იულია სკრიპალები სამხედრო დანიშნულების ნერვული აირით იქნენ მოწამლული. რუსეთი აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ბრიტანეთის თანახმად, მისთვის ცნობილია, რომ საქმე ეხება მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც რუსეთში იწარმოებოდა. ორ ათეულზე მეტი დასავლური ქვეყანა შეუერთდა ბრიტანეთს და გააძევა რუსი დიპლომატები მოწამვლის ინციდენტის გამო, რაზეც მოსკოვმა შესაბამისად უპასუხა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG