Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შესაბამისად, 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG