Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალს ირანელი რეჟისორის, აშყარ ფარჰადის ფილმით გახსნიან


კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ხუთ აპრილს გამოაცხადეს, რომ ირანელი რეჟისორის, აშყარ ფარჰადის ახალი ფილმით, ფსიქო-ტრილერით, „ყველამ უწყის“, გახსნიან მომავალ ფესტივალს მაისის თვეში. ფესტივალი, რომელიც 9-19 მაისს გაიმართება, გაიხსნება ესპანურენოვანი ფილმით, რომელშიც მონაწილეობენ პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდენი. ფილმი მონაწილეობს კონკურსში მთავარი პრიზის, „ოქროს პალმის“ მოსაპოვებლად. ფარჰადის ადრინდელ ფილმებს მოგებული აქვს ორი „ოსკარი“, ასევე ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს დათვი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG